10:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 16:52:56, 3084 ნახვა

სამართალი
სასამართლომ მაკო გომურს და 20 ივნისის აქციაზე სხვა დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა

სასამართლომ მაკო გომურს და სხვა დაშავებულებს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და არასამთავრობო ორგანიზაცია დაზარალებულთათვის სტატუსის მისანიჭებლად ყველა მექანიზმს გამოიყენებს.

„მას შემდეგ, რაც პროკურატურამ უარი განაცხადა დაზარალებულად ეცნო 20 ივნისის საქმეზე დაშავებული 16 პირი, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ და მოვითხოვეთ მათთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. მთავარი, რაც სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებისგან მივიღეთ არის ის, რომ პრაქტიკულად, სასამართლო აგრძელებს იგივე ხაზს, რასაც ამბობდა გამოძიება და ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დანაშაული არ მომხდარა. პირველ რიგში ვთვლით, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია და ასევე ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ იმისათვის, რომ დაზარალებულების სტატუსი იყოს ეფექტურად დაცული. ამიტომაც, რაც უფრო გააჭიანურებს ხელისუფლება ამ პროცესს მით უფრო ძვირი დაუჯდება სამართლებრივად“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics