2019-10-28 16:03:49, 2118 ნახვა
საზოგადოება
„იმედსა“ და „მაესტროზე“ მაუწყებლობა შეჩერდა
“იმედსა” და “მაესტროზე” სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე ავრცელებს.
როგორც ჩიხლაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქსელი არის პარალიზებული და სიგნალს ვერ იღებენ.
"ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში!", - წერს ჩიხლაძე.
ცნობისთვის, სახელმწიფო უწყებების, სასამართლოების, მედიისა და არასამთავრობოების ვებ-საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტორმ გამოძიება დაიწყო.
ვიდეო - მაესტრო
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან