10:39 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-28 14:47:35, 2569 ნახვა

კომენტარი
საპატრიარქოს იურისტი: გარკვეულ პირებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც შიოსთან, ისე ივანიშვილთან

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ პირებს თუ ძალებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდათ როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან", - ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.

იურისტის თქმით, მეუფე იაკობის დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორია. 

„მეუფე იაკობს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული როგორც საქართველოს საპატრიარქოსთვის, ასევე ამ ხელისუფლებისთვის. მისი დემონიზება და მტრად გამოცხადება არასწორად მიმაჩნია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ  გარკვეულ პირებს თუ ძალებს მეუფე იაკობის დაპირისპირება უნდა, როგორც მეუფე შიოსთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. მეუფე იაკობს განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა დღევანდელ ხელისუფლებასთან და მისი განცხადება ჩემთვისაც გარკვეულწილად შოკისმომგვრელი იყო. რაც შეეხება გამოძიებას, მიმაჩნია, რომ კანონიკური სამართლის მიხედვით,  როგორც წესი უნდა მოხდეს საპატრიარქოს შიგნით ამ საკითხის მოწვევა“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

 

ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები:

მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო

მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ

მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ

მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ

მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics