23:43 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-27 12:06:51, 1563 ნახვა

საზოგადოება
დედა სიდონია - ამ ვითრებაში მთელი სინოდი უნდა გადადგეს

ამ ვითარებაში გამოსავალი არის, სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა. - ამის შესახებ მონაზონი დედა სიდონია აცხადებს. მან პატრიარქის ქორეპისკოპოსის, იაკობის განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ "სიჩუმე ცოდვაა"

"მე როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს ამომეწურა ყოველგვარი თმენის ვალდებულება იმასთან დაკავშირებით რასაც სინოდის წევრებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების მხრიდან დაუსრულებლად ვისმენთ წლების განმავლობაში.

მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი. მაქვს დადებული მონაზვნობის აღთქმა და, ისევე როგორც ყოველი ადამიანი ვგრძნობ პასუხისმგებლობას ღვთისა და მოყვასის წინაშე. მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში სწორედ სიჩუმეა ცოდვა.
იმ ფაქტებიდან რაც მეუფე იაკობის მონაყოლიდან შევიტყეთ ერთიც რომ იყოს მართალი, ეს ნიშნავს დღეს წარმოდგენილი სასულიერო დასის დაქცევას!
ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ვალი ამ სიტუაციაში არის, იღონოს ყველაფერი რათა - საეკლესიო ცხოვრება დაუბრუნოს ქრისტიანულ მორალს, ჩვენს მაცხოვარ უფალ იესო ქრისტეს.
პირადად მე მიმაჩნია რომ, ამ ვითარებაში გამოსავალი არის, სინოდის მთელი შემადგენლობის გადადგომა. ხოლო უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ამის შემდეგ გამოარჩიოს 10 ღირსეული მღვდელმთავარი და დააკომპლექტოს სინოდი!
საქართველოს ეკლესიის მმართველობა არის სინოდალური და სწორედ იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ეკლესიის წინაშე არსებულ უმწვავეს პრობლემებზე." - ამბობს დედა სიდონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics