10:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-26 18:49:28, 2351 ნახვა

კომენტარი
„ეს სრული ბოდვაა არაფხიზელ მდგომაროებაში“ - მეუფე პეტრე პროკურატურას მოუწოდებს მეუფე იაკობის განცხადებებით დაინტერესდეს

"იაკობის დღევანდელი განცხადება არის სრული ბოდვა არაფხიზელ მდგომაროებაში", - ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა, ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებებს. 

ამასთან, მეუფე პეტრემ პროკურატურას მოუწოდა ეპისკოპოსის განცხადებებით დაინტერესდეს. 

"მის ამ არაადეკვატურობაზე და არაადამიანურ გამოხტომაზე ნამდვილად მიჭირს კომენტარის გაკეთება. მივმართავ პროკურატურას, არ დატოვონ უყურადღებოდ მეუფე იაკობის განცხადება. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს, აუცილებლად პირობას ვიძლევი, რომ თუ მანამდე მას მორალური შეგნება უღალატებს და არ წავა მონასტერში სინანულისათვის, აუცილებლად სინოდზე დაესმევა წერტილი მის ამ არაადეკვატურობას. მეუფე იაკობის საქციელზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ კათოლიკოს პატრიარქს. მან ბოდბეში წმინდა ნინოს ტაძრის კურთხევის დღეს როცა დააჯილდოვა და აიყვანა ხარისხში, მან თქვა ქადაგებისას რომ მეუფე იაკობს ბევრი შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრამ ის ასრულებდა ჩემს დავალებას. ამ ლოგიკით დღესაც მეუფე იაკობი ასრულებდა კათოლიკოს პატრიარქის დავალებას, ვინაიდან პატრიარქმა წაახალისა მისი არაადეკვატური და ეკლესიის მიმართ სამარცხვინო საქციელის გამო არაერთხელ", - განაცხადა მეუფე პეტრემ "ტვ პირველის" სატელეფონი ჩართვაში. 

ამავე თემაზე - მეუფე იაკობის განცხადებები:

მეუფე იაკობი - გახარია, გომელაური, კვირიკაშვილი მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთო

მეუფე იაკობი - დეკანოზის გარდა, საქმეში მეუფე პეტრეც იყო ჩართული, მკვლელობას ვგულისხმობ

მეუფე იაკობი ჩინჩალაძეს: თუ რამე ჩემზე ისე დაიწყო, საქართველოში სასამართლოს აღარ დავტოვებ

მეუფე იაკობი: ყველაფერი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებაზე, ასე თუ გააგრძელს ხმებს ვერ მიიღებენ

მეუფე იაკობი: მეუფე პეტრე რუსეთის აგენტია - მაგას აღვუძრავ იმას და ეპისკოპოსობიდან გავუშვებ

 

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics