|
2019-10-25 16:44:24, 1334 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე: საუბარი იმაზე, რომ ანა დოლიძე სასწრაფოდ უნდა გავიდეს იუსტიციის საბჭოდან, ზედმეტია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნას გამოეხმაურა. მდინარაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ანა დოლიძე სასწრაფო წესით უნდა წავიდეს იუსტიციის საბჭოდან , ზედმეტია. „ის პრაქტიკულად პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს შესაძლოა, შეუთავსებელი იყოს, მაგრამ დღესვე ამასთან დაკავშირებით საუბარი იმაზე რომ იუსტიციის საბჭოდან ანა დოლიძე სასწრაფოდ გავიდეს, შეიძლება იყოს ზედმეტი. ეს ჩემი შესაფასებელი ნამდვილად არ არის. პოლიტიკოსებმა ასეთი ხისტი შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავონ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი მიმართვა საბჭოს წევრებს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა. როგორც მან აღნიშნა, ამ მოთხოვნის საფუძველი ის არის, რომ დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)