12:06 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 13:17:15, 1135 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ ევროკავშირის მონიტორების დაკავებაზე: ეს პროვოკაციული მოქმედებაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპანტების მიერ სოფელ წნელისთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების უკანონო დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის პროვოკაციული მოქმედება და სადამკვირვებლო მისიას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება.

„ეს არის ძალიან პროვოკაციული მოქმედება. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იცით, რომ 2008 წლის ოქტომბრიდან არის განთავსებული და მას მანდატით აქვს გათვალისწინებული საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოქმედება. ამიტომ მათი შეკავება და მათთვის მუშაობაში ხელის შეშლა და მით უფრო, ამაზე გარკვეული განცხადებების გაკეთება, ცალსახად პროვოკაციულია“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები დროებით დააკავეს.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics