17:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 12:36:08, 2690 ნახვა

ეკონომიკა
IFAD-ის სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოში განხორციელებული პროქტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიულ ფორუმზე საქართველოში განხორციელებული პროქტი ერთ-ერთ საუკეთესოდ დასახელდა.

„IFAD-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტი (AMMAR) ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად აღიარეს. გამარჯვებული ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის 22 ქვეყანაში განხორცილებულ პროექტებს შორის გამოვლინდა. ეს არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის გუნდის დიდი წარმატება, IFAD-თან  20 წლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგი“, -  განაცხადა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) პროექტის მენეჯერმა, ლალი დურმიშიძემ.

სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სტრატეგიული ფორუმი ქალაქ სტამბოლში 22-24 ოქტომბერს გაიმართა. ფორუმს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ცენტრალური აზიის 20-ზე მეტი ქვეყნის 200 დელეგატი ესწრებოდა. IFAD-ის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დელეგატებთან ერთად, მსოფლიოში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით რეგიონის განვითარების სამომავლო ხედვის ასპექტები განიხილეს.

ფორუმის ფარგლებში დისკუსიები სხვადასხვა მიმართულებით გაიმართა.  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მიერ პრიორიტეტად დასახელდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მხარდაჭერა.

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დაწყებულია ახალი პროექტის - „მერძევეობის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომა“ განხორციელება, რომლის საგრანტო მიმართულება ქალებისთვის შეღავათიან პირობებს ითვალისწინებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეღავათიანი უპირატესობა ხელს შეუწყობს ქალების გააქტიურებას და მათ შესაძლებლობას მისცემს, აქტიურად დაიწყონ აღნიშნული მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობა“, - განაცხადა ლალი დურმიშიძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics