|
2019-10-24 16:24:13, 1990 ნახვა
სამართალი
მარიამ კუბლაშვილი: ჩვენი უფლებებიც დარღვეულია და ჩვენც მივმართავთ სახალხო დამცველს
დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატის მსგავსად სექსუალური ძალადობის საქმეში სახალხო დამცველის აპარატის ჩართვას, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილიც ითხოვს. როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, მას საგამოძიებო პროცედურებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და დასძინა, რომ ჯიშკარიანის და მისი უფლებებიც დარღვეულია. „დაცვის მხარე ვეთანხმებით, რომ ჩაერთოს სახალხო დამცველი პროცესში და გაეცნოს საქმის მასალებს. პირიქით, ეს ჩვენ პოზიციებშიც შედის და მე არ გამოვრიცხავ რომ მივმართო მას. აგრეთვე მაქვს კონკრეტული პრეტენზიები. მე ვგეგმავ სახალხო დამცველთან შეხვედრას და მიმართვას განცხადებით, რომ ანალოგიურად ჩვენი უფლებები და ინტერესებიც არის დარღვეული და გვაქვს კონკრეტული შენიშვნები საგამოძიებო პროცედურებით მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა „ფორმულასთან" საუბარში. შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას 11 ოქტომბერს მიმართა, რათა საგამონაკლისო წესით თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გასცნობოდა. თუმცა სახალხო დამცველმა უწყებისგან უარი მიიღო.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)