|
2019-10-24 16:08:45, 2134 ნახვა
სამართალი
სუმბაევის ადვოკატი: უახლოეს პერიოდში, სტრასბურგი ექსტრადიციასთან დაკავშირებით, შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს
რუსი ჰაკერის იეროსლავ სუმბაევის ადვოკატი ივანე ნორაკიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადირების პროცედურის დარღვევებზე საუბრობს. აგრეთვე, უფლებადამცველი, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ ახალ დოკუმენტს ასაჯაროებს. ადვოკატის თქმით, სუმბაევის გატაცების საქმეში საქართველოში მონაწილეობდნენ პოლიციელები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მისაცემი. „სტრასბურგი აგზავნის ახალ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ "თუმცა მან არ შეაჩერა სუმბაევის ექსტრადიცია, მაგრამ მან მიიღო სარჩელი წარმოებაში და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მისი ექსტრადიციის საქმესთან დაკავშირებით. ეს წერილი იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგრამ მას სათქმელი სხვა აღარაფერი ჰქონდა და გამოვიდა და დაიწყო ტყუილების ლაპარაკი და ჭორაობა. წულუკიანი დაეყრდნო სტრასბურგის 2 თვის წინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ძალაში აღარ არის. ახალი გადაწყვეტილება 15 ოქტომბერსაა მიღებული. სუმბაევის გატაცების საქმეში საქართველოში მონაწილეობდნენ პოლიციელები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მისაცემი და იეროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის შემთხვევაში შეუძლებელი გახდება ამ ადამიანების პასუხისმგებლობის დაყენება“, - განაცხადა ივანე ნორაკიძემ "რუსთავი"-თან საუბარში. ცნობისთვის, საქართველომ ჰაკერი იაროსლავ სუმბაევი რუსულ მხარეს გადასცა. მოგვიანებით ფაქტს იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სტრასბურგმა ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.
მოამზადა ლანა მრავლაძემ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)