22:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 13:37:32, 994 ნახვა

საზოგადოება
ბილაინის თანამშრომლები ამსტერდამში, „ვიონი“ ჯგუფის საერთაშორისო ჰაკათონში მონაწილეობენ

კონკურსის მთავარი პრიზია სამხრეთ კორეაში, სეულში გამგზავრება.

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრის, ბილაინის თანამშრომლები, მონაწილეობენ „ვიონი“ ჯგუფის ინოვაციურ კონკურსში DIGITHON-ი, რომელიც უკვე მესამე წელია იმართება თანამშრომლებისთვის 10-ვე ქვეყნიდან, სადაც „ვიონია“ წარმოდგენილი. საერთაშორისო ჰაკათონი DIGITHON -ი, ციფრული პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნას, ან არსებულის გაუმჯობესებას ემსახურება. პირველ ეტაპზე ადგილობრივი კონკურსი „ვიონის“ წევრ 10-ვე კომპანიაში ტარდება. თითოეული ქვეყნიდან პირველ ადგილზე გასული გუნდი კი გლობალურ DIGITHON-ზე ჯგუფის სათავო ოფისში - ამსტერდამში მიემგზავრება. 

გუნდების კომპლექტაცია ამსტერდამში ჩასვლამდე იწყება და ადგილობრივი კონკურსისგან განსხვავებით უკვე არა მხოლოდ სხვადასხვა დეპარტამენტის, არამედ სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამსტერდამში ჩასვლისას, მონაწილე 10 გუნდი პირველი 24 საათი პროდუქტის იდეასა და პროტოტიპზე მუშაობს, მეორე დღეს კი პრეზენტაციით წარდგება. წელს მონაწილეები მუშაობენ ისეთი ინოვაციური ციფრული მომსახურებებისა და პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც ახალ 5G ტექნოლოგიას ეყრდნობა. სწორედ ამიტომაცაა პირველ ადგილზე გასული გუნდის ჯილდო გამგზავრება სეულში - სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინოვაციების შუაგულში, სადაც 5G ლაივშია. გამარჯვებულ გუნდს, ასევე, ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს შემდეგი წლის DIGITHON-ის ორგანიზებაში.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics