|
2019-10-24 13:05:00, 1018 ნახვა
საზოგადოება
#სირცხვილიამ მთავრობის სხდომის პარალელურად, კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა
მთავრობის სხდომის პარალელურად, ადმინისტრაციის შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა მინისტრების იმიტაცია შეასრულეს. აქტივისტების თქმით, ისინი „გავრილოვის ღამეს“ და გიორგი გახარიას გაპრემიერებას აპროტესტებენ. „ქართული ოცნება“ რეალურად რუსული ოცნებაა. 2012 წლიდან ჩვენ ვართ მომსწრე მათ მიერ გამოცხადებული ღალატის. ისინი, თავიანთი რიტორიკით და ქმედებებით ემსახურებიან რუსულ ინტერესსა და დირექტივებს საქართველოში. დღეს „ქართული ოცნება“ დეკლარირებულად პრორუსული ხელისუფლებაა, რასაც მათი გულმხურვალე მხარდამჭერებიც ვერ უარყოფენ. ეს ძალა უკვე შვიდი წელია ცდილობს საგარეო კურსის დასავლეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით შეცვლას, რაც წარმატებით გამოსდით. ვფიქრობ, პროპორციულ არჩევნებზე უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი და ის პრორუსული ხელისუფლება, რომელიც აძლიერებს ქვეყანაში რუსულ გავლენებს სახლში უნდა გავუშვათ“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილე ნოდარ რუხაძემ.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)