18:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 14:05:24, 2114 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღება, მყარი სტატეგიული პატნიორობის კიდევ ერთი დასტურია

„აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ორპარტიული საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი დასტურია“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიულ მიზანს.

„კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოსთან თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის მიმართულებით 5-წლიანი სტრატეგიის შემუშავებას ავალებ,  რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და აშშ-სთან თავდაცვის კუთხით არსებულ თანამშრომლობას. როგორც თქვენთვის ცნობილია, უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics