|
2019-10-23 13:10:00, 1008 ნახვა
ეკონომიკა
აბრეშუმის გზის ფორუმზე დელეგატებმა ურთიერთკავშირის ხელშეწყობასა და პროცედურების ჰარმონიზებას დაუჭირეს მხარი
თბილისის აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმზე ორგანიზატორებმა დელეგატებს ინტერაქტიულ გამოკითხვაში მონაწილეობა შესთავაზეს. თითოეული პანელის დასაწყისში მონიტორებზე გამოისახებოდა შეკითხვა თავისი სავარაუდო პასუხებით, დელეგატებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, დისკუსიის დასრულებამდე დაეფიქსირებინათ მათთვის მისაღები პასუხი. საბოლოო შედეგი დისკუსიის ბოლოს ქვეყნდებოდა. გახსნით ღონისძიებაზე შეკრებილმა დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - აბრეშუმის ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირის ხელშეწყობისათვის არის თუ არა აუცილებელი სახელმწიფო პოლიტიკის ჰარმონიზება. შეკითხვას დადებითად უპასუხა დელეგატების 94 პროცენტმა, უარყოფითად - 6 პროცენტმა. „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა" - ასე ერქვა დისკუსიას, სადაც დასმულ შეკითხვაზე, რა წარმოადგენს მთავარ გამოწვევას სატრანსპორტო კავშირებისთვის რეგიონში, ორგანიზატორებმა დელეგატებს ორი სავარაუდო პასუხი შესთავაზეს: ა. სხვადასხვა მარეგულირებელი ჩარჩოები, პოლიტიკა და მიდგომები; ბ. ფიზიკური ინფრასტრუქტურული პრობლემები. დისკუსიის მონაწილეთა უმრავლესობამ, კერძოდ, 54 პროცენტმა მხარი პირველ პასუხს დაუჭირა, შესაბამისად, მეორე ვერსია გაიზიარა მხოლოდ - 46%. სადისკუსიო პანელზე, რომელიც ვაჭრობის საკითხებს მიეძღვნა, დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვებს: გაზრდის თუ არა ქვეყნის კონკურენტუნარიანობას მეტი სავაჭრო შეთანხმებები. ამ კითხვას დამწრეთა 89 პროცენტმა მხარი დაუჭირა და მხოლოდ 11 პროცენტი იყო წინააღმდეგი. პანელის სახელწოდება იყო მომგებიანი ვაჭრობა. „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, უსაფრთხოება და მდგრადობა აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის ფარგლებსა და ფარგლებს გარეთ", - ასე ერქვა დისკუსიას, რომლის დროსაც დელეგატებმა უპასუხეს შეკითხვას - თქვენი შეფასებით, ქვეყნის ენერგეტიკის უსაფრთხოებაზე რომელი ფაქტორები ახდენენ გავლენას. რაც შეეხება პასუხებს, დელეგატთა აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური ფაქტორები - 77 პროცენტი, ეკონომიკური ფაქტორები - 15 პროცენტი და ტექნიკური შეზღუდვები - 8 პროცენტი. თბილისის აბრეშუმის გზის კიდევ ერთი პანელი მიეძღვნა დისკუსიას - ინოვაციებით გამოწვეული განვითარება - ხელოვნური ინტელექტი (AI) აბრეშუმის გზისთვის, პანელის მსვლელობისას, დაისვა შეკითხვა - ხელოვნური ინტელექტის (AI) ერაში გვჭირდება თუ არა ჰარმონიზებული მსოფლიო რეგულაციები/სტანდარტები? ამ შეკითხვისთვის ორგანიზატორებმა შეიმუშავეს სამი პასუხი: 1. არსებული საერთაშორისო რეგულაციები და სტანდარტები საკმარისია; 2.თითოეულ ქვეყანას/რეგიონს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგულაციები და სტანდარტები; 3. სრულიად ახალი მიდგომაა საჭირო. პირველ პასუხს მხარი დაუჭირა დელეგატთა 81 პროცენტმა, მეორეს - 11 პროცენტმა, ხოლო მესამეს - 8 პროცენტმა.
(NS)
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)