13:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-23 10:50:53, 1878 ნახვა

კომენტარი
გახარია: საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და შედეგად ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოყალიბდა

ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზნებია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება.
საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნიორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება.
ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics