22:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 22:42:51, 2335 ნახვა

საზოგადოება
ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადასარჩენად 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილმა რეპერმა ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყეების გადასარჩენად, 1.1 მილიონი აშშ დოლარი გადრიცხა. 

"ამაზონის ტყე იწვის ბოლო რამდენიმე თვეა.ცეცხლი ჩვენი ქვეყნის ფილტვებს ანადგურებს, ანადგურებს ჩვენი შვილების სიცოცხლეს და მომავალს. მოქმედების დროა. დღეს მინდა მხარი დავუჭირო ჩვენ ბრაზილიელ მეგობრებს და დავდგე მათ გვერდით ამ უბედურების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით მილი გვაშორებს, ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ და პატივს მცემდნენ, როგორც ოჯახის წევრს.დავაარსე ორგანიზაცია ISA, რომელშიც მე და ჩემი ოჯახის წევრებმა გადარიცხეს 1.1 მილიონი დოლარი. გთავაზობთ ერთად ვიმოქმედოთ. ნებისმიერი შემოწირულობა მნიშვნელოვანია. ერთად შეგვიძლია შეცვლა. მადლობა და ღმერთი გწყალობდეთ" - ამბობს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ბერა ივანიშვილი.

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის პირველ 8 თვეში  ბრაზილიაში 75000-ზე მეტი ტყის ხანძარი დააფიქსირდა, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  შედარებისთვის, მთელი 2018 წლის მანძილზე, სულ  39759 ხანძარი მოხდა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics