22:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:54:09, 1892 ნახვა

საზოგადოება
„ახალი საქართველო“ სოცდაუცველი ოჯახებისთვის გაზის დეტექტორების უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივით გამოდის

პარტია "ახალი საქართველო" სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის გაზის დეტექტორების უსასყიდლოდ გადაცემის ინიციატივით გამოდის - ამის შესახებ დღეს პარტიის სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ დეტექტორების დაყენება სავალდებულო ხდება, სახელმწიფომ იგი სოციალურად დაუცველებს საჩუქრად უნდა გადასცეს.   

"გამოვდივართ ინიციატივით, რომ 125 000 ოჯახს, რომელთაც აქვთ ყველაზე დაბალი ქულები სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცეს მხუთავი აირის გაჟონვის ამომცნობი ე.წ. ელექტრო დეტექტორები, რომლებიც ჩვენი დათვლებით მაქსიმუმ 5 მილიონი ლარი დაჯდება“, - ამბობს თეონა ჭალიძე. 

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics