17:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 17:10:07, 2096 ნახვა

პოლიტიკა
„ნუ სარგებლობ რაღაცებით - შშმ პირები არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით“ - ბესელიას და იონათამიშვილის დაპირისპირება

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და  ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ რატი იონათამიშვილს შორის პარლამენტში დღეს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კამათი მოხდა. 

კამათის მიზეზი ეკა ბესელიას მიერ თბილისის საკრებულოს დეპუტატის ვატო შაქარშვილის დარბაზში დაშვების მოთხოვნა გახდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ შაქარაშვილს დარბაზში ადგილების უკმარისობის გამო პროცესისითვის აივნიდან თვალ-ყურის დევნება შესთავაზა, რაც ეკა ბესელიამ კანონდარღვევად შეაფასა და იონათამიშვილს რეპლიკით მიმართა: “ნუ სარგებლობ რაღაცებით”. 

"დაწყნარდი, რატი, შენ, ყველაფერზე ნუ გვპასუხობ. სირცხვილია რასაც ხალხი უყურებს და ნუ სარგებლობ რაღაცეებით. იქონიე ეთიკა და ნუ მაწყვეტინებ სიტყვას. არ არის საჭირო იმ დროს ჩარევა, როდესაც მმართველ პარტიას გამოქომაგება უნდა. თავს დაიცავენ თვითონ, მგონია რომ უკეთესად", - მიმართა ბესელიამ იონათამიშვილს.

ბესელიას საპასუხოდ მოგვიანებით, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ შშმ მათი სტატუსით არ სარგებლობენ. 

"ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ვიბრძვით ჩვენი მდგომარეობიდან, მაგრამ არასდროს ვსარგებლობთ ჩვენი მდგომარეობით. ეტლი არის ჩვენი საჭიროება და არა - დიაგნოზი. როცა ადამიანის უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე შეზღუდულ შესაძლებლობაზე მიგითითებს, ამით თითოეულ შშმ პირს აყენებს შეურაცხყოფას. ამაზე უკადრებელი უკვე აღარ ვიცი, რა უნდა თქვას. ესეთი მენტალიტეტი ქმნის სტერეოტიპებს და ამას ვებრძვი მას შემდეგ, რაც ეტლის საჭიროება მაქვს", - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics