16:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:28:17, 1593 ნახვა

ეკონომიკა
„თბილისის აბრეშუმის გზის“ ფარგლებში ნათია თურნავა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ვლადისლავ კრიკლის შეხვდა.

შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი ლევან კარანაძე.

როგორც შეხვედრაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა,  ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხი,როგორიც ორ ქვეყანას შორის სატვირთო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე და ფიდერული მომსახურების განვითარებაა. აღნიშნა, რომ ქართული მხარე გამოხატავს მზადყოფნას ამ მხრივ მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ნათია თურნავამ და ვლადისლავ კრიკლიმ ასევე ისაუბრეს ტურიზმის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

„ საქართველოსა და უკრაინას შორის ათწლეულების განმავლობაში მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები განსაკუთრებით ხაზგასასმელია. უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და ამ ქვეყნის მონაწილეობა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მნიშვნელოვანი და მისასალმებელია", - აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

2018 წელს უკრაინა საქართველოს რიგით მეხუთე სავაჭრო პარტნიორი იყო. მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში უკრაინიდან ინვესტიციებმა 1,17 მლნ. დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში უკრაინაში ქართული პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2018 წელს საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი  41%-ით გაიზარდა.

ასევე ზრდით გამოირჩევა ტურიზმის სექტორი - მიმდინარე წლის სექტემბრის ჩათვლით, 17%-ით გაიზარდა უკრაინელ ვიზიტორთა რაოდენობა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics