|
2019-10-22 16:16:56, 4130 ნახვა
მსოფლიო
ნატო სამხედრო კამუფლიაჟის შეძენას აპირებს, რუსეთი კი, წიგნების შესყიდვას ურჩევს
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლობამ ნატო-ში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ზამთრის ფორმების სანაცვლოდ, ისტორიის წიგნების შეძენა ურჩია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ალიანსი აპირებს 78 ათასი კომპლექტი ზამთრის კამუფლიაჟის და აგრეთვე სპეციალური უნიფორმის შეძენას, რომელიც, 40 ° C ტემპერატურის დროს ოპერაციებისთვის არის საჭირო. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი, რუსმა დიპლომატმა ირონიული კომენტარი გააკეთა. "თქვენ საერთოდ არ იცით რა ხალხთან გაქვთ საქმე. მგონი უმჯობესია წახვიდეთ, მიუხედავად იმისა გაქვთ თუ არა საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა. ზამთრის პერიოდში გაღვიძებულ დათვთან ჭიდილი არ ღირს. ასეთი აღჭურვილობის შეძენის შესახებ ინფორმაცია, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური გავლენა იქონიონ. სჯობდა ისტორიის წიგნები შეგეძინათ", - აღნიშნა რუსმა დიპლომატმა ფრანც კლინცევიჩმა.
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)