22:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 14:26:49, 1914 ნახვა

საზოგადოება
„ვინ დაწერა „მთვარის მოტაცება“...პატივს ვცემ იუმორს, მაგრამ აქ ამისთვის მოსული არ ვარ“ - გოცირიძის კითხვები მიქაუტაძეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ რომან გოცირიძემ, მიქაუტაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორის დეპუტატი დაინტერესდა, "რამდენია უმაღლესი სასჯელი მოტაცებასთან დაკავშირებით". 

„რამდენი არის უმაღლესი სასჯელი მოტაცებაზე? ადამიანმა შეიძლება ქალი მოიტაცოს, ქალმა კაცი, მანქანა, საინკასაციო მანქანა მოიტაცოს, ბრილიანტი, ძაღლი, კატა, ადამიანი, მიწა მოიტაცოს - ყველაზე დიდი სასჯელი რა არის?“, - მიმართა გოცირიძემ მიქაუტაძეს.

პასუხად, მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ კითხვაზე პასუხი ზეპირად არ ახსოვს. „ზეპირად არ მახსოვს, განსხვავებული სასჯელებია, გააჩნია გარემოებებს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დეპუტატმა მას ასევე ჰკითხა, თუ "რამდენია სასჯელი "მთავარის მოტაცებაზე" და ვინ არის მისი ავტორი. 

„პატივს ვცემ იუმორის გრძნობას, მაგრამ აქ არ ვარ ამისთვის მოსული, თავს შევიკავებ ამგვარ დისკუსიაში შემოსვლისგან. კონსტატნტინე გამსახურდია“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

მოამზადა ლანა მრავლაძემ

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics