22:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 13:41:12, 1855 ნახვა

საზოგადოება
ნოემბრიდან გაზზე რეგულაციები გამკაცრდება

ნოემბრიდან ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციები გამკაცრდება, - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლებმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

მათი განმარტებით, თუ ობიექტზე, მათ შორის საცხოვრებელ ადგილას სტანდარტი დარღვეულია, საქმეში პოლიცია ჩაერთვება. როგორც „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები განმარტავენ, ახალი წესები ფულად ჯარიმებსაც ითვალისწინებს, თუმცა სანქციების ნაწილი სრულად მხოლოდ 2021 წლიდან ამოქმედდება. 

კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილის გიორგი ლეფსვერიძის თქმით, დეტექტორების მონტაჟიც სავალდებულო ხდება. 

"უმჯობესი იქნება თუ კანონპროექტში ჩაემატება გაზის გაჟონვის დეტექტორების დამონტაჟება ყველა გაზის მომხმარებელთან. ასევე უმჯობესი იქნება კანონპროექტითვე აიკრძალოს დახურულ სივრცეებში ღია წვის კამერიანი დანადგარების მოხმარება, ეს ორი ფაქტორი არის პრევენციის საუკეთესო გზა, " - განაცხადა ლეფსვერიძემ.

"თბილისი ენერჯის" ცნობით, გამკაცრებული რეგულაცია აბონენტებისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრებასაც ითვალისწინებს. ფიზიკური პირები 50 ლარით, იურიდიული და საჯარო დაწესებულებები კი 500 ლარით დაჯარიმდებიან.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics