21:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 11:52:48, 888 ნახვა

საზოგადოება
თბილისში „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში,   საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა.

სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს. 

შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და ,,ბაქო გოვსანის საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტის“  (აზერბაიჯანი) ასოციაცია ТМТМ-ში გაწევრიანების შესახებ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება შავ ზღვაზე პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და რეგულარული მიმოსვლის შეთანხმებას. 

სხდომაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის, ინფორმაციის ავტომატიზირებულად გაცვლის შესახებ, რაც შუა დერეფანში გადაზიდვის საერთო ეფექტურობას გაზრდის და საკონტეინერო გადაზიდვებს შეუწყობს ხელს.

სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა ТМТМ-ის მარშრუტის 2020 წლის სატარიფო პოლიტიკაზეც იმსჯელეს. 

თბილისში გამართულ  შეხვედრაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების, პორტებისა და ლოგისტიკური კომპანიების 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. 

"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს. 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics