21:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 11:41:59, 828 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა დასახლებებში განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის დაფინანსებით,  განახლებადი ენერგიის პროექტი გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა მზის პანელები, რომლებიც  წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებების საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და წყლის მიწოდების სისტემებს მოემსახურება. 

პროექტის შედეგად, ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა დაიზოგება, რომელიც დევნილთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. 

ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში შესრულებული სამუშაოები ლიეტუვის ენერგეტიკის ვიცე მინისტრმა ლინა საბაიტინემ, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ დაათვალიერეს. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics