|
2019-10-22 11:28:43, 861 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის ტყეპარკში ხის დარგვის დღესთან დაკავშირებით დარგვის აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით კრწანისის ტყეპარკში საქართველოს წითელი ნუსხისა და ტყისშემქნელი სახეობის ნერგებით ხეივანი გაშენდა. ჯამში 200-მდე ტუიას, ძელქვისა და თელას ნერგი დაირგო. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჟურნალისტები, “ჯი–ელ–სის" სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები ,მწვანე მოხალისეები და კომპანია „ზედაზენი“, რომელიც პროექტის „ჩერო - ბუნების მეგობარი“ ფარგლებში აქციის მონაწილეებს ნატურალური წვენებით გაუმასპინძლდა. ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის მწვანე საფარის აღდგენაზე ხის დარგვის სეზონის დაწყებასთან ერთად აქტიურად მუშაობს. გაზაფხულზე დაგეგმილია 100 000-მდე ნერგის, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების დარგვა და საირიგაციო სისტემის მოწყობა. ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)