|
2019-10-21 16:37:58, 1556 ნახვა
საზოგადოება
„განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ დოკუმენტის განხილვა მოხდა
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა დოკუმენტის - “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის” წარდგენა დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა მიმართა და ისაუბრა ეროვნულ და გლობალურ კონტექსტში განათლების როლზე მდგრადი განვითარების მისაღწევად. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის,, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსებისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა დოკუმენტი, ხოლო პროექტის ექსპერტმა თეა სიფრაშვილმა გააცნო მათ ტრატეგიის სამოქმედო გეგმა. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და შენიშვნები დოკუმენტთან დაკავშირებით და შეთანხმდენ სამომავლო თანამშრომლობაზე. დოკუმენტს “განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმის შემუშავებას” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)