17:04 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 13:32:43, 2490 ნახვა

პოლიტიკა
ოქრუაშვილი: საპროცესო გარიგებას არ დავთანხმდები - ეს პოლიტიკური თვითმკვლელობა იქნება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილს ავრცელებს.

ოქრუაშვილის განცხადებით, იგი საპროცესო გარიგებაზე უარს ამბობს და ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ თვითმკვლელობას უწოდებს.

„ჩემთან მიმართებაში ივანიშვილს აქვს სამი არჩევანი თუ როგორ უნდა გამოძვრეს იმ ხაფანგიდან, რომელშიც თავისი უჭკუობით აღმოჩნდა: პირველი - მისმა ჯიბმა სასამართლომ გამამართლოს ყველა იმ ბრალდებაში, რომელიც მისი და მისი მრჩეველების თავში მოიხარშა; მეორე - გამომიშვას გირაოთი და საქმე თაროზე შემოდოს; მესამე - მომისაჯოს მაქსიმუმი - 9 წელი. არანაირი მეოთხე და საპროცესო შეთანხმება არ არსებობს. საპროცესო გარიგება ნიშნავს ბრალის აღიარებას და ჩემი მხრიდან ამაზე დათანხმება იქნება ყველა იმ ადამიანის შეურაცყოფა, ვინც ივანიშვილის მიერ გავრილოვის ჩამოყვანით რუსებთან ფლირტს აპროტესტებდა 20 ივნისს რუსთაველზე. ასევე იმ ადამიანების შეურაცხყოფა, ვინც ივანიშვილმა და გახარიამ იმ ღამეს დაასახიჩრეს და ციხეში გამოკეტეს. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რომ ეს იქნება საკუთარი თავის შეურაცხყოფა და პოლიტიკური თვითმკვლელობა“, - აღნიშნავს ირაკლი ოქრუაშვილი.

ყოფილი მინისტრის წერილს "მთავარი არხი" ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით, 25 ივლისს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics