21:14 - 02 Jul, 2026
|
2019-10-21 13:25:38, 955 ნახვა
საზოგადოება
შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის მოსწავლეები, სწავლას ამბულატორიის რეაბილიტირებულ შენობაში განაგრძობენ
შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათი პედაგოგები საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო. ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)