|
2019-10-21 11:27:06, 891 ნახვა
საზოგადოება
„ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ“ კორპორატიულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა
ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლების უკეთ გაცნობა, მათი მოთხოვნების და რეკომენდაციების მიღება და საქმიან ურთიერთობებთან ერთად მეგობრული ურთიერთობების დამყარება. ოფიციალური ნაწილის გარდა ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობებით, რათა სტუმრებს მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა აქტივობებიდან აღსანიშნავია Off-Road ტური, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, უგზოობის რეალურ პირობებში გამოეცადათ ტოიოტას 2019 წლის ყველგანმავალი მოდელები, კერძოდ LC200, Prado, Fortuner-ი და Hilux-ი, რათა თავად დარწმუნებულიყვნენ ტოიოტას ახალი მოდელების უსაზღვრო შესაძლებლობებში. ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის მთავარი ამომავალი წერტილი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია. კომპანია მაღალკვალიფიციური კადრებით და მაღალი ხარისხის სერვისით მუდმივად ზრუნავს მათ კომფორტზე.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)