|
2019-10-20 12:32:07, 2612 ნახვა
საზოგადოება
კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
გურამიშვილის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ ერთ კვირაში გახდება ცნობილი, შესაძლებელი იქნება თუ არა კორპუსში ცხოვრების გაგრძელება. "ჩვენ ვვარაუდობთ იმასაც რომ მაცხოვრებლების ნაწილს შეეძლებათ დაბრუნდნენ საცხოვრებლებში. რაც შეეხება იმ სამ სართულს, სადაც ყველაზე მეტი დაზიანებაა იქ ცოტა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. " -აცხადებს ირაკლი ხელაძე. მისი თქმით, 52 ოჯახი, ჯამში 208 ადამიანია გაყვანილი სასტუმროში. დილიდან ადგილზე მოსახლეობა კორპუსში შესვლას და ნივთების გამოტანას ითხოვენ, თუმცა შენობა ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და კორპუსში შესვლა ჯერჯერობით აკრძალულია. 19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)