|
2019-10-19 17:10:08, 3246 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის გავლების და ე.წ. ბორდერიზაციის ამსახველი დეტალური რუკა შეიქმნა
"მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის" The Heritage Foundation-თან და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) ერთად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წლების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გავლებისა და გადმოწევის ამსახველი რუკა შექმნა. შექმნილ რუკაზე .ე.წ. საზღვრის გადმოწევის უკანონო ფაქტებია ასახული. რუკაზე ნაჩვენებია უკანონო ქმედებების 155 ფაქტი, რომელიც 2011 წლის აპრილიდან 2019 წლის აგვისტომდე დაფიქსირდა. ინფორმაციისთვის გამოყენებულია The Heritage Foundation-ის და Amnesty International-ის კვლევები. საოკუპაციო ძალების მიერ 2011 წელს პირველი კანონდარღვევა თამარაშენში დაფიქსირდა. გარდა ამისა, ხსენებულმა ორგანიზაციებმა შესაბამისი ინფორმაციული შინაარსის ვიდეოც მოამზადეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)