|
2019-10-19 12:54:24, 2483 ნახვა
საზოგადოება
პირი, რომლის ბინაშიც დღეს აფეთქება მოხდა, ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია
გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული სოსო ჯავახიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია. სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებული მკურნალობს, ცოტა ხნის წინ მინისტრი ნათია თურნავა მივიდა. „მოვედი, რომ სოსო, მისი ახლობლები მოვინახულო, ექიმს მოვუსმინო და ასევე, როგორც ვიცი სხვა დაზარალებულების ძირითადი ნაწილი საბედნიეროდ გაწერილია, მაგრამ კიდევ ერთი პაციენტი რჩება სტაციონარში. აუცილებლად მივალ და მოვინახულებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველადი ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)