|
2019-10-19 12:38:49, 1832 ნახვა
საზოგადოება
ელოშვილი - დღის ბოლოს გახდება ცნობილი საცხოვრებლად ვარგისია თუ არა, ის კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, დღის ბოლოს გახდება ცნობილი საცხოვრებლად ვარგისია თუ არა, ის კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა. როგორც ელოშვილი აღნიშნა, მანამდე ევაკუირებულ მოსახლეობას სასტუმროებში დააბინავებენ. მისივე თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ, მაცხოვრებლები კონპენსაციას მიიღებენ. „ვცდილობთ, რომ დღის ბოლომდე მაქსიმალურად გვქონდეს სურათი, რამდენად უსაფრთხოა შენობა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, გამგებობა მობილიზებულია და ყველა დაზარალებულს ექნება საშუალება, რომ დროებით სასტუმროებში გადავიდნენ. რაც შეეხება სამომავლოდ, ყველასთვის იქნება დახმარება აღმოჩენილი და ის ზიანი, რაც მათ მიადგათ, ანაზღაურებული იქნება", - განაცხადა ელოშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს გურამიშვილზე, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 3 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა 39 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, პირველადი ინფორმაციით, ის კორპუსში, ერთ-ერთ სართულზე დაგროვილმა გაზმა გამოიწვია. ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინაროებს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)