19:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 18:17:17, 548 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორი ზუგდიდის „მოხალისეებს“ შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ პროგრამა „მოხალისეს“ მონაწილეებთან შეხვედრებს რეგიონებში განაგრძობს. 

ცენტრის დირექტორი ჯონი კვინიკაძე დღეს ზუგდიდის იუსტიციის სახლს ესტუმრა და 46 „მოხალისეს“ სერტიფიკატები ზუგდიდის იუსტიციის სახლის მენეჯერთან, ზვიად ფიფიასთან ერთად გადასცა.

ზუგდიდის იუსტიციის სახლის მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები უფასო პირადობის მოწმობების აქციის განხორციელებაში, რომელიც 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით  მიმდინარეობდა. პროგრამაში მონაწილეობდნენ როგორც ქალაქ ზუგდიდის, ისე მის მუნიციპალიტეტში შემავალი სკოლების მოსწავლეები.

დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა „მოხალისეს“ მიზანია ახალგაზრდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.

ცნობისთვის, პროგრამა „მოხალისე“ საქართველოს 13-ვე იუსტიციის სახლში მიმდინარეობდა. ორთვიან აქციაში სულ 535 მოხალისე მონაწილეობდა.  პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ელექტრონული დოკუმენტი 442 743-მა მოქალაქემ აიღო.  აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics