|
2019-10-17 15:58:58, 3781 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
20 ივნისის საქმეზე დაკავებული მუხრან ფანგანი, რომელსაც გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა, სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მუხრან ფანგანმა სხდომათა დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა, თუმცა კომენტარი მისმა ადვოკატმა, კახაბერ ხვისტანმა გააკეთა. „აღნიშნული მან განაცხადა განაწყენებულმა იმ მოტივით, რომ მისი გადმოცემით მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ სამართალდამცავ ორგანოებს და ფიქრობდა რომ არავინ ინტერესდებოდა საქმეზე ობიექტური გარემოებებით. როგორც კი დარწმუნდა, რომ თავისი ეს მოსაზრება არ იყო ობიექტური, დღეს დააფიქსირა ის ობიექტური პოზიცია, რაც მანდ პირველ დღეს დაკავებისას განუცხადა სასამართლოს“ - განაცხადა ფანგანის ადვოკატმა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა მუხრან ფანგანმა წინა სხდომაზე მის მიერვე მიცემული ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ის წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)