15:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 17:19:37, 401 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატმა გაამართლა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი უაღრესად ეფექტურია და ის უნდა გაგრძელდეს.

როგორც ზაქარეიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ფორმატების არ არსებობა, დაძაბულობასა და გაუგებრობას ზრდის.

"აბაშიძე-კარასინის ფორმატი უაღრესად ეფექტურია, ვინაიდან ჩვენ გვჭირდება დაძაბულ ვითარებაში რაც შეიძლება მეტი ფორმატები გვქონდეს კონტაქტებისა. ფორმატების არარსებობა, ზრდის დაძაბულობასა და გაუგებრობას. ამიტომ, მე მივესალმები ამ ფორმატებს და დარწმუნებული ვარ, მთავრობაში არის სრული განწყობა და ვადასტურებს ამას, რომ ამ ფორმატმა გაამართლა და უნდა გაგრძელდეს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრი ირწმუნება, რომ მთავრობაში ახალი პოლიტიკური ფორმატის შექმნის საკითხი არ განიხილება.

"ახალი პლიტიკური ფორმატის შექმნის საკითხი არ განიხილება, ვიცე-პრემიერმა შეიძლება საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, რისი უფლებაც ბუნებრივია აქვს.მე ვეთანხმები მას, რომ მეტი ფორმატი იყოს, მაგრამ ამწუთში ეს ორი ფორმატი-ჟენევა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, მაქსიმალურად პასუხობს საქართველოს ინტერესებს. ერთში- ჟენევაში განიხილება საკითხი, რომელიც მძიმედ მიდის, ანდა ვერ მიდის საერთოდ კონფლიქტების მოგვარება და კონფლიქტების გარეთ რაც რჩება საკითხები, ეს არის უკვე კარასინი-აბაშიძის და ამ ორი სტრუქტურის მუშაობამ მეტი შვება მისცა საქართველოს, როგორც იმ საკითხების წინწაწევისა, რომელიც არ ეხება კონფლიქტებს",-აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics