17:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 13:26:29, 2507 ნახვა

პოლიტიკა
„როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, მეგონა, კარგ ნიშანს მივიღებდი და ასეც იყო“ - წულუკიანი 2020-ში „ოცნების“ გამარჯვებაში დარწმუნებულია

"როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ასეც ხდებოდა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მინისტრი ამბობს, ის დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. 

„მე როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვღებულობდი ხოლმე. არჩევნებშიც ასე ვარ. მგონია, რომ გაისადაც  ღირსეულად წარვდგებით ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ 8 წლიან საქმიანობას, რომელიც  ოკუპაციისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე სირთულეებით სავსე იყო. ჩვენ ერთად დავგეგმავთ თუ რას გავაკეთებთ მომავალში. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ მომავალი წელი „ქართული ოცნების“-თვის კიდევ ერთი გამარჯვების წელი იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics