|
2019-10-17 12:13:24, 1692 ნახვა
კომენტარი
თურნავა შესაძლო გადადგომაზე: ეს არის კლასიკური შავი პიარი და „ფეიკნიუსი“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ეს არის მის მიმართ აგორებული შავი პიარი, რომელსაც "არასერიოზული პოლიტიკოსები" ავრცელებენ. „ჩემ გადადგომასთან დაკავშირებით, მე სერიოზულ პასუხს არც კი გავცემ ამ კითხვას, იმიტომ რომ, ეს არის კლასიკური შავი პიარი და ფეიკნიუსი, რომელიც გავრცელდა სრულიად არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით. მე მოგიწოდებთ მედიასაშუალებებს, რომ უკეთ გადაამოწმოთ თქვენი წყაროები, რამდენად იწვევენ სანდოობას თქვენი რესპოდენტები. მე ამაზე სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებდი. მე მინდა ვთქვა, რომ ამას, როგორც ჩანს გარკვეული მოტივაცია გააჩნია, იმიტომ რომ ეს იყო ორკესტრირებული, შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია. მე ვთვლი, რომ ჩვენ, ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალია ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები საბოლოო ჯამში იწვევს მეტ კონკურენციას და არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონს. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რომ ჩვე ცაზე გამოჩნდა ახალი ავიაკომპანიები. შეიძლება ვიღაც მისტირის იმ პერიოდს, როდესაც ცა იყო გაყოფილი ორ-სამ კომპანიას შორის და ეს იყო მონოპოლიზირებული. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონდეს, რმ ენერგეტიკაში ჩვენი რეფორმების შედეგად მოხდა ბაზრის გახსნა და არის მეტი კონკურენცია. არ მოსწონდეს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბიზნესი თავისუფალია და არის მეტი კონკურენცია, იმიტომ რომ სხვა პირობებშია შეჩვეული ბიზნესის კეთებას. ყველას საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ არანაირი შავი პიარი, ფეი ნიუსები არ გადაგვახვევინებს ჩვენი პრინციპებისგან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ადამიანები იყვნენ უფრო კმაყოფილები და საქართველოს კეთილდღეობა ამაღლდეს. ჩვენი ინსტიტუტები არ შეირყევა. ჩვენ მედგრად ვდგავართ“, - განაცხადა ენათია თურნავამ.
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)