|
2019-10-17 10:32:09, 2758 ნახვა
სამართალი
სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე 1 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, მოახდინა ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არა ბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება „SONY“-ს სასაქონლო ნიშნით და მათი რეალიზაცია სავაჭრო ობიექტზე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)