|
2019-10-16 23:26:43, 2034 ნახვა
სამართალი
გლდანში ორი ადამიანი დაჭრეს მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
თბილისში, გლდანის ერთ-ერთ მიკრორაიონში ორი კაცი დაჭრეს. ორ კაცს დაზიანებები დანითა და ჩაქუჩით მიაყენეს. 15 წლის მოზარდს მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭრილობები მისთვის უცნობმა მამაკაცმა ცივი იარაღით მიაყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა დანა იქვე მდებარე მაღაზიიდან აიღო, დაჭრას კი წინ შელაპარაკება უძღოდა. მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა და კიდევ ერთი ოპერაციისთვის ამზადებენ. სამართალდამცავებმა დააკავეს ეჭვმიტანილი, 39 წლის სერგო ოსვინკინი, რომელიც ინციდენტისას, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მას ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)