13:24 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 14:05:26, 1282 ნახვა

კომენტარი
მელია: სანამ მართვის სადავეები ივანიშვილის ხელშია, არ ველოდოთ, რომ ის საკუთარი თავის წინააღმდეგ რამეს გამოიძიებს

"სანამ მართვის სადავეები ივანიშვილის ხელშია, არ ველოდოთ, რომ ის საკუთარი თავის წინააღმდეგ რამეს გამოიძიებს", - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. 

მელია ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილის მიერ ფულის გათეთრების სავარაუდო სქემას გამოეხმაურა, რომელზეც ინფორმაცია ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შესაძლო ფაქტის გამოძიება აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ არა ამ ხელისუფლების პირობებში, არამედ მას შემდეგ, რაც დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება. 

„ბიძინა ივანიშვილის ხელით, რუსეთმა რუსული ოცნების ასრულება მოახერხა. სწორედ ივანიშვილმა აუსრულა ის ოცნება, რომელიც გულისხმობს უარს "ანაკლიის კონსორციუმის" აშენებაზე. საბოლოოდ გაირკვა, რომ ივანიშვილი არა მხოლოდ უზურპატორია და მდიდრდებოდა ხალხის ხარჯზე უკანასკნელ წლებში, არამედ იყო მუდმივად დაკავებული შავი ფულის რეცხვით, თავის პარტნიორებთან ერთად. მათ შორის კალაძესთან. არ ველოდოთ, რომ ივანიშვილი რაიმეს საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოიძიებს. სანამ მართვის სადავეები მის ხელშია, არაფრის გამოძიება არ მოხდება. თუმცა, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, აუცილებლად საჯაროდ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, ამ საკითხის გარკვევა პირდაპირ ეთერში უნდა მოხდეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics