|
2019-10-16 10:45:26, 1183 ნახვა
სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სუს-ის უმთავრესი მიზანია, დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. „მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეიარაღებულ კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვა სახის კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო. ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)