12:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 16:38:41, 2012 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - დაიკითხოს ყველა სამართალდამცავი, რომელიც 30 სექტემბერს თამთა თოდაძის სახლში იმყოფებოდა

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ახალი სარჩელით მიმართავს.

როგორც მისმა ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტიდან 9 საათის დაგვიანებით ჩატარდა.

ლუკავა მიიჩნევს, რომ უნდა დაიკითხოს ყველა ის პირი, რომელიც 30 სექტემბერს უშუალოდ იმყოფებოდა თამთა თოდაძის სახლში.

„მოვითხოვთ, რომ გამოიკითხოს ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა თამთა თოდაძის სახლში 30 სექტემბერს. ეს ეხება კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და ყველა იმ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა თოდაძის სახლში. ისინი არიან პირველი თვითმხილველები, თუ რა ემოციური მდგომარეობა ჰქონდა თამთა თოდაძეს და რა ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა მას სხეულზე“, - განაცხადა თამარ ლუკავამ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმეზე გამოძიება სსკ-ს სამი მუხლით მიმდინარეობს. 126-ე ძალადობის და 138-ე სექსუალური და სხვაგვარი ქმედების მუხლით ბრალი ილია ჯიშკარიანს წარედგინა. მესამე მუხლი, 187-ე ნივთის დაზიანებასა და განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics