|
2019-10-16 07:06:20, 1787 ნახვა
ეკონომიკა
დღეს გახდება ცნობილი, შეუწყვეტს თუ არა მთავრობა ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულებას
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მხრიდან, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა როგორც მინისტრმა განმარტა, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმმა ორი ვალდებულება უნდა შეასრულოს. „ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ მიგვეწოდებინა ინფორმაცია იმ ვალდებულებების თაობაზე, რომელთა შესრულების ვადა დგება დღეს 15 ოქტომბერს. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს, როგორც ყველასთვის ცნობილია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, 2019 წლის ბოლომდე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მიეცა ვადა, მოიპოვოს პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსება როგორც საკუთარი კაპიტალის მოძებნის ნაწილში, ასევე, წლის ბოლომდე კონსორციუმმა უნდა წარმოადგინოს ბანკებთან 400 მილიონ დოლარზე გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება. ამავე ცვლილებით განისაზღვრა შუალედური ვადები, კერძოდ, 15 ოქტომბერს კონსორციუმმა უნდა შეასრულოს ორი ვალდებულება, უნდა წარმოადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მოზიდვაზე ხელმოწერილი სავალდებულო ხელშეკრულებები, რომელთა ძალაში შესვლა დამოკიდებულია ბანკებისგან 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე. მეორე ვალდებულება არის წარადგინონ საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილი წინასწარი შეთანხმებები, 400 მილიონი დოლარის ოდენობით სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომლებიც იქნება მისაღები მთავრობის ნაწილში, საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი შუალედური ვალდებულებების დროული შესრულება მნიშვნელოვნად განაპირობებს 2019 წლის ბოლომდე, კონსორციუმის მხრიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, მხარეთა შორის არსებული შეთანხმებების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს, კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან კონსორციუმის მხრიდან რეკომენდაციის წარმოდგენის ვადა იწურება 2019 წლის 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს, ანუ ხვალ, გაცნობოთ ამ ვალდებულებების ვადების შესრულების თაობაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)