17:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-15 12:08:06, 1102 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიამ პარასპორტსმენებისთვის 3 ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა

თბილისის მერიამ პარასპორტის განვითარების ცენტრისთვის სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა დედაქალაქში პარასპორტის განვითარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსის შესაძენად მერიამ დაახლოებით, 410 ათასი ლარი გამოყო. 

„პარასპორტის განვითარების ცენტრის საქმიანობა მისი დაარსებიდან დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ამ ცენტრის გახსნამ ხელი შეუწყო პარასპორტსმენთა წარმატებებს, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ასპარეზზე და ჩვენ ასეთი არაერთი მაგალითი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა. ჩვენ გამოვყავით დაახლოებით, 410 ათასი ლარი, რათა პარასპორტსმენებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონოდათ და  შევისყიდეთ სამი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რითაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში გადაადგილებას შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, ჯამში, აღნიშნულ ცენტრს შვიდი ადაპტირებული მიკროავტობუსი ემსახურება. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარასპორტსმენებისთვის თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან მათ თავიანთი შრომით ქვეყნისთვის წარმატებები მოაქვთ.  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics