13:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-14 10:27:39, 2677 ნახვა

სამართალი
კახეთის პოლიციამ თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული დ.მ.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თელავში დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics