15:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 13:44:43, 391 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: რუსთავის ციხეს ერთი ნაკლი აქვს - მიხეილ სააკაშვილი აკლია

„ერთი ნაკლი აქვს ამ ციხეს, მას მიხეილ სააკაშვილი აკლდა“,- ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რუსთავის მე–16 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან  დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ნაკლებად მძიმე პატიმრებისთვის არის გათვალისწინებული. 
მან სოზარ სუბარს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა. 
მისივე შეფასებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი  ხელისუფლების პირობებში პატიმრებისთვის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. 
„ის რაც ჩვენ ვნახეთ, არის რევოლუციური, ყველას გვახსოვს რა იყო ციხეებში, რა მდგომარეობა იყო ადამიანის წამება, გაუპატიურება და მკვლელობა პირდაპირი მნიშვნელობით. არრავითარი ზრუნვა მათზე, მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ სოზარს, მის დროს დაიწყო ეს რეფორმები ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით და ეს არის ძალიან სწორი მიდგომა. პირველად სახელმწიფო ხარჯავს მილიონებს პატიმრების მკურნალობისთვის, თქვენ ნახეთ რა მდგომარეობა იყო ციხეებში და რა მდგომარეობაა დღეს. მე-16 დაწესებულებაში იყო კატასტროფული მდგომარეობა, ერთ ოთახში 40-მდე პატიმარი იყო, გასულ წლებში... გაურემონტებელი საშინელ მდგომარეობაში იყო ციხე. იქ არის თანამედროვე სავადმყოფო, ბიბლიოთეკა, სპორტული მოედანი... ამ ციხეში არიან ნაკლებად საშიში პატიმრები, ისინი, რომლებიც კარგად იქცევიან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ არიან გამოსწორების გზაზე. ეს იქნება კარგი მოტივაცია სხვენისთვის, რომ ამ ციხეში მოხვდნენ. თუმცა ერთი ნაკლი აქვს ამ ციხეს, მიშა აკლდა ამ ციხეს, მე და თინა ვხუმრობდით, ყველაფერი წინ არის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics