14:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 16:05:09, 3846 ნახვა

ეკონომიკა
EFSE-მა „ბაზისბანკს“ 10 მილიონი ევროს ოდენობით საკრედიტო ხაზი გამოუყო

ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) ბაზისბანკს ლარში ნომინირებული 10 მილიონი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო. აღნიშნული რესურსის მიზნობრიობა საცალო კლიენტების დაკრედიტება, კერძოდ, იპოთეკური სესხების გაცემის ხელშეწყობაა.

ხელმოწერის ცერემონია 10 ოქტომბერს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გაიმართა.

„მოხარული ვართ, რომ ფონდის პარტნიორ ორგანიზაცებს შეემატა ისეთი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც ბაზისბანკია. თითქმის 15 წელია, ფონდი უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ რეგიონში, მათ შორის საქართველოში კერძო ბიზნესისა და ფიზიკური პირებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზებას. ამ მიმართულებით გრძელვადიანი შედეგის მიღწევა სწორედ ისეთი სტაბილურ პარტნიორებთან თანამშრომლობითაა შესაძლებელი, როგორიც ბაზისბანკია. ბანკის ადგილობრივ ბაზარზე გრძელვადიანი გამოცდილებით და ბიზნესისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩვენ საშუალება გვეძლევა ხელი შევუწყოთ მეტი ბენეფიციარის დაფინანსებას.“ აცხადებს EFSE-ის საბჭოს თავმჯდომარე, კრისტოფ ტისკენსი.

„ჩვენს ახალ პარტნიორთან, EFSE–თან თანამშრომლობით შესაძლებლობა მოგვეცა უფრო მეტი რესურსი დავუთმოთ საცალო დაკრედიტებას. EFSE–თან ჩვენი პარტნიორობის კიდევ ერთი დიდი უპირატესობა ისაა, რომ სესხი ეროვნულ ვალუტაში გაიცემა, რაც უდაოდ სასიკეთოა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, ისე ჩვენი კლიენტებისთვის. გვჯერა, რომ ფონდთან ჩვენი თანამშრომლობა წარმატებული და ხანგრძლივი იქნება.” განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

ბაზისბანკი 1993 წელს დაარსდა და 1.6 მილიონი ლარის აქტივებით მეხუთე უმსხვილესი კომერციული ბანკია საქართველოში.  ბაზისბანკმა გონივრული მენეჯმენტით, მრავალწლიანი გამოცდილებით, მთავარი აქციონერის, ჩინური კონგლომერატის ჰუალინგ ჯგუფის ძლიერი მხარდაჭერითა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, სტაბილური ზრდისა და განვითარების სოლიდური ისტორია შექმნა.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics