|
2019-10-11 15:12:10, 3420 ნახვა
სამართალი
პროკურორი: ჯიშკარიანს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორის, თამარ იაკობიძის განცხადებით, დეპუტატს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება აეკრძალა. მისივე თქმით, კიდევ ერთი შეძღუდვა მოწმეებთან კომუნიკაციის შეზღუდვას ითვალისწინებს. „დამატებით ვალდებულებად მას აეკრძალა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მსხვერპლთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან კომუნიკაცია აეკრძალა. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ შეაფასა და მიიჩნია, რომ ბრალდებულის მხრიდან აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო გირაოს გამოყენების შემთხვევაში დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომელიც ბრალდების მხარემ მოითხოვა", - განაცხადა საქმის პროკუროა. ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)