|
2019-10-11 13:40:29, 1875 ნახვა
ეკონომიკა
„ბილტმორში“ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა
22-23 ოქტომბერს თბილისში დაგეგმილია „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმი," რომელსაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი დაესწრება. ფორუმის ორგანიზატორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად სასტუმრო „ბილტმორში" გაიხსნა სამუშაო შტაბი, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში, კოორდინირებულად იმუშავებს ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩართულია ფორუმის ორგანიზებაში. შტაბს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე ხელმძღვანელობს. აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტეგრაციისთვის თანამედროვე მსოფლიოსთან. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით. ფორუმი უკვე საერთაშორისო ბრენდად იქცა, მისი მაღალ დონეზე ორგანიზება-ჩატარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, ისე ქვეყნის საგარეო იმიჯის თვალსაზრისით - აბრეშუმის გზის ფორუმი ევრაზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
(NS)
კობახიძე: ნიშვნელოვანია, დაუსჯელი არ დარჩეს ძალის გადამეტების არც ერთი შემთხვევა - გუშინდელი დაკავებაც ამის დასტურია
ზურაბ ჯაფარიძე: ხელისუფლებამ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მოაწყო აშშ-ის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით
ახალი სახელმწიფო მინისტრი პროკურატურის ფუნქციებს გაიმეორებს - TI
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)